გამყრელიძე: საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი „კოვაქს“ პლატფორმისთვის, რომ ვაქცინის არჩევის საშუალება უნდა მიეცეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 22, 2020 15:09

გამყრელიძე: საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი „კოვაქს“ პლატფორმისთვის, რომ ვაქცინის არჩევის საშუალება უნდა მიეცეს

იცით, დღეს საქართველოში იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე. მისი ინფორმაციიდან მოგაწვდით, რომ დაახლოებით ამ წლის ბოლოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე მისცემს დასტურს რამდენიმე ვაქცინის გამოყენებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი „კოვაქს“ პლატფორმისთვის, რომ ვაქცინის არჩევის საშუალება უნდა მიეცეს. ასევე, გამყრელიძემ დაასახელა კომპანიები, რომლებთანაც მუშაობენ, რათა საქართველოსთვის რაც შეიძლება მალე იქნას ხელმისაწვდომი ვაქცინა.

„საქართველო გაერთიანებულია „კოვაქს“ პლატფორმაზე, რომელსაც ხუთიდან შვიდ ვაქცინამდე ექნება. ეს ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება რეკომენდირებული. საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი „კოვაქს“ პლატფორმისთვის, რომ ამ ხუთი თუ შვიდი ვაქცინიდან ექნება არჩევის უფლება. „ფაიზერს“ არ უთქვამს უარი და ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, რომ საქართველოს „ფაიზერი“ ვაქცინას არ მისცემს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს „ფაიზერთან“, „მოდერნასთან“, „ასტრაზენეკასთა“, კიდევ სხვა კომპანიებთან, რომ საქართველომ, გარდა „კოვაქს“ ოპლატფორმისა, ასევე პირდაპირ, ბილატერალური მოლაპარაკებებით მიიღოს ვაქცინა. ზუსტი თარიღი არ არსებობს.

ევროპის წამლის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. ასევე, ვიცით, რომ დამტკიცების ეტაპზეა და ალბათ, იანვრის შუა რიცხვებში დამტკიცდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. ასევე, რამდენიმე ვაქცინის განაცხადია გაკეთებული. ჩვენ ყველა ამ კომპანიასთან და კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფოებთან ჩვენი ქვეყანა მუშაობს, რათა საქართველოსთვის რაც შეიძლება მალე იქნას ხელმისაწვდომი ვაქცინა. „კოვაქს“ პლატფორმით ჩვენ გვაქვს მილიონ ოთხასი ათას დოზაზე ხელშეკრულება გაფორმებული.

იცით, დღეს საქართველოში იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე. მას ჰქონდა მაღალი დონის შეხედრები და ხვალ დილით მიემგზავრება უკან. მისი ინფორმაციიდან მოგაწვდით, რომ დაახლოებით ამ წლის ბოლოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე მისცემს დასტურს რამდენიმე ვაქცინის გამოყენებას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 22, 2020 15:09