გამყრელიძე – ეპიდვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგ, აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და სხვა რეგულაციების აღსრულება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს დაიცავს, ეპიდვითარების გაუარესების რისკი არ იქნება.

„ეპიდვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ ნელი ტემპით. ბოლო 2 კვირაზე მეტია, ყველა მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასითებს- ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, რეპროდუქციის ინდექსი, დადებითობის მაჩვენებელი, ყველა ეს მაჩვენებელი თანდათან, ნელი ტემპით უმჯობესდება. ასევე, უკვე ბოლო 4 დღეა ყველაზე მძიმი ინდიკატორი-სიკვდილიანობაც თანდათან კლებულობს, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს იმიტომ, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მაინც მერყეობს 1800-დან 2500-ის ფარგლებში. ეს არის არის 5 ათასი ან 6 ათასი, მაგრამ მაინც ბევრია. ამიტომ, ყველა შეზღუდვა, რაც არსებობს, ისევ უნდა გაგრძელდეს და დავიცვათ.

ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება და ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული ტრანსპორტის ამუშავება, როგორც მობილობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტიმული, რომ ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესების მიზეზი არ გახდეს. ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ წესი და რიგი. პირველ რიგში, ეს ეხება პირბადეს. ტრანსპორტში დაუშვებელი იქნება პირბადის გარეშე ადამიანების ასვლა. ასევე, სასურველია, რომ არ გადაიტვირთოს ტრანსპორტი. ამიტომ, ვიცი, რომ მეტროს მოძრაობა უფრო ინტენსიური იქნება. მატარებლებს შორის მოძრაობის პერიოდი შემცირდება, რომ უფრ ნაკლები ადამიანი იყოს ვაგონში. ასევე სასურველია, რომ ავტობუსებში დისტანცია იყოს დაცული. თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, მაშინ ნაკლებია რისკი იმისა, რომ ეპიდვითარება გაუარესდეს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – ცოტა ხანს კიდევ გაძელით, ხალხო, აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა
შემდეგი სტატიაპრემიერი – მთელი ევროპა და განვითარებული სამყარო მიისწრაფვის რუსეთის ბაზრის ასათვისებლად