“გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი” – ადგილობრივი მოსახლეობა 28 მარტს აქციას გამართავს

ვაშლიჯვრის მოსახლეობა, კვირას, 28 მარტს, თოფურიძის ქუჩასთან, ნანტის პარკში (ახალ სკვერში), აქციას “გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი” გამართავს. მოსახლეობის განცხადებით, ისინი აქციაზე თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტრო მეწყრული პროცესების მართვის გამჭვირვალობისკენ და მოსახლეობის ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

მოსახლეობის მოთხოვნებია:

გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, საშიშროების გათვალისწინებით, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.
დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.
მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.
შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.
შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
ვაშლიჯვრის მოსახლეობამ იმავე მოთხვნებით პეტიციაც შექმნა.

banner
წინა სტატიაშიკასპისა და გორის გასაყართან, ოკუპანტების მიერ აღმართულ ბანერზე წარწერა GEO გაჩნდა
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე საფეხმავლო გზისა და ფერდობის გასამაგრებლად 106-მეტრიანი კედელი მოეწყო