გადაწყვეტილება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს – ტურავა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განაცხადებით, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დარბაზში აცხადებს, მიზანშეწონილი იქნება, პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწვეტილებაც საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გამოაცხადონ.

მერაბ ტურავას თქმით, გადაწყვეტილება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.

„დარეგისტრირდა 14 სექტემბერს და პლენუმს გადაეცა 15 სექტემბერს. გადაწყვეტილების პარლამენტში გაგზავნის ბოლო თარიღი და ბოლო დღე არის 14 ოქტომბერი. ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიძლება, გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს. ეს არის 16 ოქტომბერი, ორშაბათი. კონსტიტუციაში წერია, რომ ეგზავნება პარლამენტს, მაგრამ ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ზეპირი მოსმენით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დარბაზში ვაცხადებთ, მზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ვიქტორ ორბანი არის ევროპელი ლიდერი, ვინც საქართველოს მხარს უჭერს და აქვს სათანადო ფასეულობები, ეს არის ის, რაც ოპოზიციას აღიზიანებს
შემდეგი სტატიაკობახიძე – ხოშტარია-ჯაფარიძე არიან ნომერ პირველი აგენტები და მონები, მათი მცდელობა, რომ სხვაზე გადაიტანონ ისრები, წარუმატებლობისთვის არის განწირული