ევროსაბჭოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაზე სამკაციანი სია არ დაამტკიცეს

kandelaki“სულ ცოტა ხნის წინ პარიზში დასრულდა ევროსაბჭოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა რომელმაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი სამკაციანი სია – რომელიც სამარცხვინო პროცესის შედეგად დააკომპლექტა თეა წულუკიანმა – არ დაამტკიცა. ესეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. ივანიშვილის მთავრობას მთელი ეს ვითომ ევროპულობის იმიტაცია თავზე დაემხო. მთავრობის შეცვლის შემდეგ ახალი მთავრობა ჩაატარებს ინკლუზიურ, სამართლიან კონკურსს და სტრასბურგის სასამართლოში ნამდვილად ღირსეულ კანდიდატებს წარადგენს”-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

 

 

კომიტეტი ამ საკითხის განხილვას 2017 წლის იანვარში დაუბრუნდება. სამთავრობო კომისიის მიერ საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატი მთავრობის სხდომას კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა წარუდგინა. მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან სამი პირველი, საუკეთესო ქულის მქონე პირი შეარჩია: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სტრასბურგის სასამართლოს უფროსი იურისტი გიორგი ბადაშვილი და საქართველოში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის კონსულტანტი ნანა მჭედლიძე.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს – ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება. 2015 წლის დეკემბერში, მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი პირველად გაიწერა. საჯარო კოკურსის გამოცხადების შედეგად მოსამართლეობის სურვილი მსურველმა 47-მა კანდიდატმა გამოთქვა.

47 კანდიდატიდან შეირჩა 13 პირი, რომლებმაც ჯერ ტესტირება გაიარა ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაში, შემდეგ კი − გასაუბრება სამთავრობო კომისიასთან. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონი და Google შეთქმულებაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაჯონ კერი: ჩვენ რუსეთთან თანამშრომლობის გაწყვეტის ზღვარზე ვართ