“ევროპული საქართველოს” წევრი იზოლაციიდან აუდიტის სამსახურის მოთხოვნით გამოიყვანეს

“ევროპული საქართველოს” წევრი იზოლაციიდან აუდიტის სამსახურის მოთხოვნით გამოიყვანეს და წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოხდა. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსუდან კოვზირიძეს “კეთილისმსურველებმა” ჯერ “ურჩიეს” თანამშრომლობა შეეწყვიტა ოპოზიციურ პარტიასთან, მისგან უარის შემდეგ კი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაიწყეს.

მომხდარის შესახებ დღეს ინფორმაცია გიგი წერეთელმა გაავრცელა.

ირკვევა, რომ კოვზირიძე კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში იყო, ამ დროს ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აუდიტს სამსახური შევიდა და დაჟინებით მოითხოვა პირადად მას გადაეცა საჭირო დოკუმენტაცია. იზოლაციის მეექვსე დღეს კოვზირიძე პსრ ტესტის უარყოფით პასუხის შემდეგ სამსახურში მივიდა, ამ დროს კი პოლიცია გამოჩნდა და 2 000 ლარით, იზოლაციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- ონი-საჩხერის გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საჩხერე-ონის სამგზავრო დრო შემცირდება, თბილისიდან ონში მგზავრობას კი ხუთის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება
შემდეგი სტატიაშიმშილობის ოთხი დღე- კოვიდინფიცირებული პატიმარი “ვივა მედში” გადაიყვანეს