“ევროპული საქართველო” მინდელის შახტში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისისიის შექმნას მიესალმება

“ევროპული საქართველო” ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი ფაქტების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას მიესალმება – აღნიშნულის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა.
“ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ახლა მაინც დავინახოთ ქართული ოცნების ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი ამ ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით და თუ ვერ დავინახეთ, ბუნებრივია, საზოგადოება იქნება აბსოლუტურად მართალი იმ მოთხოვნაში, რომ პარლამენტის დონეზე გატარდეს გარკვეული ღონისძიებები” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან.

banner
წინა სტატიაშიმწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაიტალიის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო