რეზოლუციას მხარი 504-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, 32-მა კი თავი შეიკავა.
“თუ სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მოპოვებით და გააგრძელებს მდგრადი რეფორმების გზას, რომელიც აძლიერებს მის დემოკრატიას, ის შეიძლება გახდეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი”, – წერია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს დოკუმენტში მოუწოდებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთს თანამშრომლობის გაფართოებაში არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების, ხალხთა შორის კონტაქტებისა და სექტორული ინტეგრაციის სფეროებში.
გასულ კვირას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ერევანი განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას და ცდილობს დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას რუსეთთან დაძაბულობის ფონზე.