ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფისკენ

ევროკავშირი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფისკენ. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირის მზაობა საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობისათვის.

“სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირი სრულ მზაობას გამოხატავს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას, რისთვისაც ასევე საჭიროა ძალისხმევა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევისა და ადგილზე გადამწყვეტი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”. – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიესოსაც აკრიტიკებდნენ, როცა ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს – მეუფე ნიკოლოზი მის მიმართ კრიტიკას პასუხობს
შემდეგი სტატიამოვითხოვ მკაცრს არა, უმკაცრეს სასჯელს, ჩემთვის ეს 5 ადამიანი დამნაშავეა, დამნაშავე კი არა მკვლელები არიან!