“ეს ქალბატონი რბილად რომ ვთქვათ ცრუობს” – ლექვინაძე ნინო გოცაძის ბრალდებას პასუხობს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.

ლექვინაძე ნინო გოცაძის „ალიასთან“ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეს ქალბატონი რბილად რომ ვთქვათ ცრუობს. მსგავსი არაფერი მომხდარა…, მსგავსი ტერმინილოგიით საუბარს ადგილი არ ჰქონია და ეს ჩემთვის პირადად მიუღებელია. ჩვენ შევხდით არამარტო ამ დღეს, არამედ გუშინდელ დღემდე ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდა საკმაოდ კონსტრუქციული და აქტიური კომუნიკაცია.

ბოტანიკურ ბაღში საჭიროა ახალი მენეჯმენტი და ახალი ხედვები, ახალი ამოცანები გულისხმობს ორ მთავარ საკითხს – 1. სამეცნიერო პოტენციალის და კვლევების ეფექტურობის გაზრდა; 2. ბოტანიკური ბაღის ცნობადობის გაზრდა, რამაც უნდა გაზარდოს ადგილობრივ და ქვეყნის სტუმრების ვიზიტები;

ასევე მოსაწესრიგებელია არსებული სივრცეები. ბაღს უნდა მიემატოს ახალი 100 ჰა-მდე მიმდებარე ტერიტორია. ვფიქრობთ თბილისის ზღვაზე მდებარე და მშენებარე დენდროპარკიც მოექცეს ახალი მენეჯმენტის ქვეშ. იდეები ბევრია, არანაირი ინფრასტრუქტურული და გასართობი ცენტრების მშენებლობა ბაღის ტერიტორიაზე არ იგეგმება!“, – წერს ლექვინაძე.

ნინო გოცაძემ „ალიასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მას თანამდებობა ზეწოლის შედეგად დაატოვებინეს. იგი 21 ნოემბერს ლექვინაძესთან შეხვედრას იხსენებს.

„21 ნოემბერს შეხვედრა მქონდა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან. მასთან ერთად ვიღაც მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომლად წარმიდგინეს, თუმცა დღემდე ვერ დავადგინე მის ვინაობა, რატომღაც ყველა მიმალავს. სწორედ ის ადამიანი იმუქრებიოდა, რომ მაინც გამიშვებდნენ სამსახურიდან“, – განაცხადა გოცაძემ

banner
წინა სტატიაშისემეკი “რუსთავის წყალის” განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიაწერეთლის გამზირზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა