ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად – HRH ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRH) განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.

მათივე თქმით, ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი დისკრეციული უფლების გამოყენებას და ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, რაც პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

მედია თავისუფლების მიმართულებით, ნიკა გვარამიას საქმე იყო ერთ-ერთი, რომელზეც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით, მოუწოდებდა სახელმწიფოს რეაგირებისა და მისი გათავისუფლებისკენ”, – ვკითხულობთ HRH-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისეფაშვილი – პრეზიდენტისგან მინიშნებები იყო, რომ შეწყალებას აპირებდა, კარგი იქნებოდა, მოტივების შესახებ ელაპარაკა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ერთი ნაბიჯით ახლოს სტატუსთან – კრამონი