საზოგადოებრივი მაუწყებლიდან განთავისუფლებული ეკა მიშველაძე ჩივილს აპირებს. ჟურნალისტმა ამის შესახებ TV-პირველზე ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში განაცხადა.
„ თქვენ მოგიწევთ ყველაფერზე პასუხის გაცემა სასამართლოში- რატომ დახურეთ ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მე ამის თქმის საშუალებას ის საერთაშორისო ორგანიზაციები მაძლევენ, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემს გადაცემას მონიტორინგს უწევდნენ – აღნიშნა ეკა მიშველაძემ
ჟურნალისტი თვლის,რომ მისი განთავისუფლების პროვოცირებას ხელი მისმა განცხადებებმა შეუწყო.