ეს არის დევნა და მეკობრეობა მედიის წინააღმდეგ – შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის მუქარაზე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი გუშინ სამი ტელევიზიის სამ ჟურნალისტს შეხვდა, ეკა კვესიტაძესთან დისკუსიაში კი აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მიმართებით, საკუთარი გეგმები აქვს.

ივანიშვილის მუქარა ტელეკომპანიის მიმართ – „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი აღნიშნულს მედიის დევნას უწოდებს:

„ქვეყნის დაქცევას აბრალებს ტელევიზიას და პლიუს ამას ემუქრება, რომ იქ თავისუფალ აზრს შემოიტანს და შემოიყვანს. ეს მედიაზე ზეწოლა აღარ არის, ეს არის მედიის დევნა და ეს არის მეკობრეობა მედიის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი2-ზე ღია შეტევა “ქართულ ოცნებას” სიკეთეს არ მოუტანს” – ჭიჭინაძე ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა