ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის საბოლოო ვერსიას აქვეყნებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ცვლილებების გათვალისწინებით, ეროვნული გამოცდების განრიგის საბოლოო ვერსია ასეთია: 1-2 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ქართული ენა და ლიტერატურა. 4-5 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ზოგადი უნარები.
6-7 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ინგლისური ენა. 6 ივლისი
პირველი სესია – რუსული ენა. 6 ივლისი, მეორე სესია – ფრანგული ენა.
7 ივლისი, მეორე სესია – რუსული ენა. 7 ივლისი, პირველი სესია –
გერმანული ენა. 12 ივლისი, მეორე სესია – სამოქალაქო განათლება. 14 ივლისი,
პირველი სესია – მათემატიკა. 15 ივლისი, პირველი და მეორე სესია – გეოგრაფია. 18 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ისტორია. 19 ივლისი, პირველი სესია – ლიტერატურა. 20 ივლისი, პირველი სესია – ბიოლოგია.
21 ივლისი, პირველი სესია – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. 21 ივლისი, პირველი სესია – ქიმია. 22 ივლისი, პირველი სესია – ფიზიკა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 41 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ვიზალიბერალიზაცია სექტემბრამდე გადაიდო
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნო