ერთერთი შეცდომა მაინც დაუსახელეთ თბილისელებს, რომელიც გამოასწორეთ – ირაკლი აბესაძე მერს მიმართავს

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ, საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოდის, განცხადება გააკეთა.

აბესაძემ თბილისის მერს მიმართა და აღნიშნა, რომ ერთი შეცდომა მაინც დაუსახელოს თბილისელებს, რომელიც გამოსწორდა.

„ერთ-ერთი შეცდომა მაინც დაუსახელეთ თბილისელებს, რომელიც გამოასწორეთ. მართლა გგონიათ, რომ ის რაც ყაზბეგის გამზირზე მოხდა იმის ბრალია, რომ შესაბამისი დასახლების დეპარტამენტი არ გაქვთ მერიაში?“ – აღნიშნა აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წითებში დავით ნარმანია საკრებულოში იმყოფება. დედაქალაქის მერს საკრებულოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიარც ნაციონალი ვარ და არც ქოციონალი, ფეხებზე მკიდია ამათი პოლიტიკური კინკლაობა – ცოტნე გამსახურდია ნარმანიას დაუპირისპირდა
შემდეგი სტატიასაკრებულოში დაპირისპირების გამო შეწყვეტილი სხდომა განახლდა