ეროვნულმა ფორუმმა ფრაქციის სახელი შეიცვალა

ეროვნულმა ფორუმმა ფრაქციის სახელი შეიცვალა. როგორც დღეს დეპუტატმა ანი მიროტაძემ განმარტა სახელწოდების შეცვლა უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობის დატოვების შემდეგ ავტომატურად დადგა.

„მას შემდეგ რაც დავტოვეთ უმრავლესობა და ყველა საპარლამენტო თანამდებობა ავტომატურ რეჟიმში დადგა ეს საკითხი და ეროვნულმა ფორუმმა შეიცვალა ფრაქციის სახელი, იყო ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი და დღეიდან ეროვნული ფორუმით ვიქნებით წარმოდგენილი,“ – განცხადა ანი მიროტაძემ.

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეროვნული ფორუმის გადაწყვეტილებას „ნორმალურსა“ და „დემოკრატიულს“ უწოდებს. მმართველი გუნდის წევრი აქვე იმედოვნებს, რომ ეროვნული ფორუმი სიტყვას ბოლომდე შეასრულებს და არჩევნებამდე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარლამენტში მხარს დაუჭერს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმს ჩაატარებს
შემდეგი სტატიაოცნება იტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა და ნაცები არიან კაცისმკვლელები და პიდარასტები