ექსკლუზივი-ყაჩაღობა ზუგდიდში

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 26, 2018 23:03

ექსკლუზივი-ყაჩაღობა ზუგდიდში

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით ზუგდიდში, რკინგზის სადგურის ტერიტორიაზე “თიბისი” ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორი დააყაჩაღეს. იგი ადგილზე ავტომობილით იყო მისული , სადაც სავარაუდოდ, დიდი ოდენობით თანხა იყო მოთავსებული. თავდამსხმელებმა ბანკის თანამშრომელი ინკასაციის მანქანით გაიტაცეს და ყულიშკარის ტერიტორიაზე, ე.წ სკოჩით შეკრული დატოვეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ინკასატორმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხა ამოიღო და ავტომობილში ჩადებას აპირებდა. ერთ-ერთი ბოროტმოქმედი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. გატაცებულია 120 ათასამდე ლარი. შემთხვევა მაშინ მოხდა,როდესაც ზუგდიდი  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ზეიმობდა.

როგორც ”თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

ბერდია კალანდია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 26, 2018 23:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics