ენმ-ის წევრებმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა აგვისტოს ომის გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ოპოზიციონერები გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ჩავიდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა.

მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში გავრცელდა.

სიკვდილის შემდეგ, გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მესამე პრეზიდენტმა მიანიჭა.

banner
წინა სტატიაშიძალიან მტკივა, რომ ჩემს ქვეყანას საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს – რუსებმა თბილისში აქცია გამართეს
შემდეგი სტატიათბილისში, უცხოელ სტუდენტებს სახლში 5 შეიარაღებული პირი შეუვარდა – წაღებულია ფული და ტექნიკა