ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ხუდონჰესზე ახალ წინადადებას ელოდებიან

ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, ხუდონჰესის პროექტის განვითარების გეგმა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, ინვესტორისგან კიდევ ერთ წინადადებას ელოდებიან.

“ხუდონჰესის” პროექტზე მიმდინარეობს კვლევები. ჩვენ კიდევ ერთი ინვესტორისგან ველოდებით წინადადებას. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი რა ფორმით მოხდება მისი განვითარება”, – განაცხადა ელოშვილმა.

“ხუდონჰესის” პროექტის დაწყებას ინვესტორი კომპანია” ტრანს ელექტრიკა” ამ დრომდე ვერ ახერხებს. თავის დროზე ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მთავრობამ “ხუდონჰესის” პროექტის გამოსყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოისყიდის თუ არა სახელმწიფო ამ პროექტს. ასევე საუბარია იმაზეც, რომ „ხუდონჰესის“ მშენებლობა სახელმწიფომ ინვესტორ კომპანიასთან ერთად განახორციელოს.

banner
წინა სტატიაშიევა ბარბაქაძე: თურქეთის კლინიკაში, სადაც ვმკურნალობდი სურთ რომ მათი სახე გავხდე
შემდეგი სტატია“ოცნების” დეპუტატი ჭიჭინაძე ეროვნული ბანკისგან განმარტებებს ითხოვს