ემიგრანტებს არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ, ავღანეთში კი კენჭისყრა 26 ნოემბერს ჩატარდება

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომაზე მიიღეს. თავად გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავღანეთში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი არჩევნებში მონაწილეობას 26 ნოემბერს მიიღებენ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაცესკოსთან „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ