ელისაშვილი: თუ ბარიერი არ შემცირდა, სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ იმ „ბასტი-ბუბუს”

„ქართული ოცნებისგან” არც „გადაგდება“ გაგვიკვირდება და არც სიტყვის გადათქმა, თუ ბარიერი არ შემცირდა, სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ იმ “ბასტი – ბუბუს” და ზიზღის პინგ – პონგს რაც გვაქვს ახლა,- ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დაბალი ბარიერი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აუცილებელია.

„შეცვალა თუ არა პოზიცია ჯერ არ ვიცით, ეს ჯერ განცხადების დონეზეა. თუმცა, „ქართული ოცნებისგან” არც “გადაგდება” გაგვიკვირდება და არც სიტყვის გადათქმა, ეს არის წესი “ქართული ოცნების” მთელი ამ წლების განმავლობაში, რაღაცას იტყვიან და მერე უკუღმა აკეთებენ.

ძალიან ცუდი იქნება თუ სიტყვას გატეხავს “ქართული ოცნება”, შეთანხმებას დაარღვევსო ვეღარ ვიტყვით, რადგან შეთანხმება აღარ არსებობს, შარლ მიშელის შეთანხმება კი არა ფრაქციასაც არ ჰქვია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი. ერთია, რომ სიტყვის გატეხა წესად მკვიდრდება ქართულ პოლიტიკაში. მეორე მხრივ, ჩვენ ერთი მოსმენით მიღებული გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც წერია 2 პროცენტი ბარიერი, ეს დაბალი ბარიერი და ის რომ ყოველ არჩევნებზე გავრცელდეს, საჭიროა იმისთვის, რომ მრავალპარტიული დემოკრატია მივიღოთ და ეს პოლარიზაცია შემცირდეს. მაღალი ბარიერი ნიშნავს, რომ სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ იმ “ბასტი ბუბუს” და ზიზღის პინგ – პონგს, რაც გვაქვს ახლა – „არა შენი 9 წელი, არა შენი”,- განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიBeyond Banking, Beyond Georgia
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, საზოგადოების წინაშე თავს ნუ შეირცხვენენ