ელისაშვილი – თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში

ზუსტად ვიცი, რომ ყველა შემოვა, ოღონდ ახლა „ნაციონალები“ გაჭედილი არიან და რა ქნან, არ იციან, ასე ქნან – ზიანდებიან, ისე ქნან – ზიანდებიან და ახლა წვალებაში არიან, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, ოპოზიციონერები მათ ლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შევარდნილიყვნენ პარლამენტში.

„რეალურად, ამდენ ხანს ყველას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ჩვენი ლანძღვით კი, არ უნდა ყოფილიყვნენ ამ თვეების განმავლობაში დაკავებულები. თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში. კარგია, შემოვიდნენ, წყენებით ლაპარაკს არ ვაპირებთ, რადგანაც ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით. პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა და ხალხზე ვიფიქროთ. თუ არა და იმ ზღაპრების მოსმენა მოგვიწევს, რაც ახლა მორიგ ჯერზე მთავრობამ წარმოადგინა, რომ ისე გვაქს ქამრები შემოჭერილი ამ ახალ პროგრამაში, გაწყვეტილი ვართ წელშიო. თუ არ გვინდა, ეს ზღაპრები ვისმინოთ, მაშინ ყველა უნდა შემოვიდეს და პარლამენტი უნდა იყოს ის სივრცე, სადაც ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკებთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 170 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაელისაშვილი – ნიკა მელიას დირექტივები და ციხეში დაწერილი რაღაც აპრილის თეზისები საერთდ არ მაინტერესებს