ეკატერინე ტიკარაძე – ლეტალობის მაჩვენებელი, ძირითადად, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებშია

ლეტალობის მაჩვენებელი, ძირითადად, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებშია, რომლებიც რისკ ჯგუფშიც არიან. საქართველო იქნება ამ რისკის ქვეშ, ვიდრე 60 წელს ზემოთ მოქალაქეების სულ მცირე, 90% არ იქნება აცრილი – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღესდღეობით საწოლფონდის კუთხით საქართველოს ჯანდაცვის სისტემას პრობლემა და შეფერხება არ გააჩნია.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია მაღალი ნიშნულებით ვმართავთ ყველა იმ პაციენტს, რომელსაც კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება. ასევე, პაციენტები მკურნალობას გადიან სასტუმროებში, ონლაინ კლინიკებსა და ბინებში და ეს ჯაჭვი არის სრულიად ავტომატური. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვის კომპონენტში სისტემა მუშაობას. რაც შეეხება „ომიკრონის“ შემთხვევას, ის იქნება ახალი გამოწვევა ჯანდაცვის სისტემაში. აქ მნიშვნელოვანი იქნება ის მოცულობები, რომელიც ამ ახალ შტამს ახასიათებს. გამომდინარე იქიდან და რასაც ჩვენ ვაკვირდებით როგორია მისი გავრცელება სხვა ქვეყნებში, ის ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. მნიშვნელოვანი იქნება სწრაფი და მყისიერი ნაბიჯები რომ იქნას გადადგმული. რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, არაერთხელ აღვნიშნავთ, რომ ლეტალობის მაჩვენებელი ძირითადად 60 წელს ზემოთ მოქალაქეებშია, რომლებიც რისკ ჯგუფშიც არიან. საქართველო იქნება ამ რისკის ქვეშ, სანამ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების სულ მცირე, 90% არ იქნება აცრილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიამერიკაში ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ ტეხასში ჩვენზე უარესად ატარებენ პირბადეს – იმნაძე
შემდეგი სტატიაფრიდონ ინჯია – სააკაშვილის მთავარი დანაშაული სამშობლოს ღალატია