ეკა ბესელიას კანონპროექტზე ხელმომწერი კობა ნარჩემაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის ხელმომწერია, გუნდის დატოვებას არ აპირებს.

კობა ნარჩემაშვილი განმარტავს, რომ მას ბესელიასთან და იმ დეპუტატებთან, ვინც მოსამართლეთა უვადო გამწესების 5 წლით შეჩერებას უჭერენ მხარს, თემატური ერთობა ჰქონდა, თუმცა ფიქრობს, რომ ქვეყანაში პერსონალისტური პოლიტიკის დრო არ არის.

„ამ საკითხში მე მქონდა ჩემს კოლეგებთან თემატური ერთობა, ეს არ იყო არც პოლიტიკური კავშირი და არც მომავალში ამ თვალსაზრისით მე არ ვფიქრობ ასეთ პოლიტიკურ პერსპექტივას, იმიტომ, რომ მე ვარ ფრაქცია სოციალ-დემოკრატების წევრი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს იდეოლოგიზებული პოლიტიკა.

“ჩემთვის მიუხედავად ყველას მიმართ პატივისცემისა ვფიქრობ დრო პერსონალისტური პოლიტიკის დრო დამთავრდა ან უნდა დავამათავროთ და ჩავაბაროთ წარსულს-ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“-აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, მას დღევანდელ ბრიფინგზე არ უსაუბრია, შექმნის თუ არა ფრაქციას. ფრაქციის შესაქმნელად მას 5 დეპუტატი სჭირდება. ამ დროისთვის როგორც უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრი აცხადებს, ის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშითიბისის მობაილბანკს ინოვაციური ფუნქცია – ხმოვანი ასისტენტი – დაემატა
შემდეგი სტატია„ძალიან განვიცდი“ – თეა წულუკიანი ეკა ბესელიას გუნდიდან წასვლაზე