ეკა ბესელია : „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის გამო, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით მიიღეს, ქვეყნის პარტნიორები იმედგაცრუებული არიან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 24, 2019 11:55

ეკა ბესელია : „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის გამო, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით მიიღეს, ქვეყნის პარტნიორები იმედგაცრუებული არიან

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის გამო, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით იყო მიღებული, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები გულდაწყვეტილი, ნაწყენი და იმედგაცრუებული არიან, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, ელჩის გუშინდელი განცხადება ძალიან მკვეთრი იყო. ბესელიას განცხადებით, როს უილსონმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან რეკომენდაციები, რომელიც ერთობლივად იყო შემუშავებული, პარლამენტის უმრავლესობამ არ გაიზიარა.

„თუ ამ საჯარო განცხადებებს სხვადასხვა ვარიაციის გარეშე შევხედავთ, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების განცხადებები ძალიან ნათელი და მკაფიო გზავნილი იყო, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, ადგილობრივი პროფესიული წრეები და ორგანიზაციები, ყველა, ვინც კი მართლმსაჯულების რეფორმას გულშემატკივრობს, ყველა იმედგაცრუებულია.

ის ყალბი პოზა, რომ თითქოს რეკომენდაციები აისახა კანონპროექტში, ასე არ საღდება. ძალიან უხერხულია ასეთი ცრუ და შეცდომაში შემყვანი პოზიციების გაჟღერება მმართველი პარტიის მხრიდან. მართლა უხერხულია, რომ ამ დოკუმენტებს ეცნობიან და როდესაც თეთრზე შავს ამბობ, იმ ადამიანებს ემსგავსები, ვისაც წინა წლებში აკრიტიკებდი. კიდევ არის შანსი, დარჩენილი მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს და მმართველმა გუნდმა დარჩენილი რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რომლის გამო, წუხილი გამოთქვა როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის ელჩმა. ამ განწყობების ასეთი იგნორირება და უგუვებელყოფა ძალიან ცუდი ტონია.
ვითხოვთ, ჩვენი კანინპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პირველივე სხდომაზე იყოს. კობახიძემ ეს კანონპროექტი წინა სასესიო კვირას შეგნებულად არ გამოიტანა. ბიუროს სხდომაც არ ჩაატარა, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში არ მოხვედრილიყო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას, ამასთან, აღნიშნა: „ცოტა გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა“.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 24, 2019 11:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,057
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics