ეკა ბესელია: დასრულდა მუდმივად მოძღვრის როლში ყოფნის პერიოდი

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

დასრულდა მუდმივად მოძღვრის როლში ყოფნის პერიოდი, როდესაც ჩვენი რამდენიმე ყოფილი პარტნიორი სწორედ ამ როლიდან გველაპარაკებოდა, -განაცხადა ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ გააკეთა.
მისი თქმით, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” მარტო მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

”საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა იმდენად ნათელი გახადა, თუ როგორია პარტიების მიმართ ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერა და ნდობა, რომ საჭიროა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოს. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ მარტო მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან დასრულდა დაყვედრების და მუდმივად მოძღვრის როლში ყოფნის პერიოდი, როდესაც ჩვენი რამდენიმე ყოფილი პარტნიორი ამ როლიდან გველაპარაკებოდა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ხალხმა არჩევნებში ასეთი მაღალი ნდობა გამოუცხადა. ეს არჩევნები იყო შთამბეჭდავი ამ თვალსაზრისითაც, როდესაც კიდევ ერთელ და უკვე ახალ ეტაპზე გაიზომა ყველა პოლიტიკური პარტიის ნდობის ხარისხი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში პოლიტიკური ისტებლიშმენტი ბოლომდე მომწიფებული არ არის, თუმცა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება ქებას იმსახურებს”
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილმა შესაძლოა ნოდარ ხადური ჩაანაცვლოს