ეკა ბესელია – ბექა ნაცვლიშვილი ბოლო არ იქნება, ვინც უმრავლესობას დატოვებს

დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობიდან კადრების გადინებას აანონსებს. ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია ბექა ნაცვლიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნაცვლიშვილი ბოლო არ იქნება, ვინც უმრავლესობას დატოვებს.

„შემდეგი გედევან ფოფხაძე იქნება. ასევე, დაველოდოთ, შემდეგი ვინ იქნება. ბექა ნაცვლიშვილის პროტესტი არ მიკვირს, რადგან მდინარაძის მსგავს ადამიანებს პროტესტი არ ექნებათ, ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს, ყველანაირ კომფორტს ერგებიან. ძალიან ჯანსაღი პროცესი მიდის, მომავალში თემატურ პროცესს ვხედავთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც მიმდინარე მოვლენებზე სწორი დამოკიდებულება აქვს“, – განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, შედის თუ არა, მის გეგმებში ფრაქციისა და უმცირესობის შექმნა, ბესელია ამბობს, რომ მიზნისთვის, რის გამოც მმართველი პარტიიდან წამოვიდა, პოლიტიკურ ბერკეტებს გამოიყენებს.

„უფრო საინტერესო გეგმებზეც ვფიქრობ“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, კითხვაზე, გადადის თუ არა ის ოპოზიციაში განაცხადა: „ასე გამოდის“.

ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას პარტია „სოციალ-დემოკრატებსა“ და ფრაქციას ტოვებს. მისი თქმით, საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს. დეპუტატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ მომზადებული პორექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირდება

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიამართლწესრიგის ოფიცრები თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდნენ