ეგვიპტეში 4400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს (ფოტო)

არქეოლოგებმა ეგვიპტეში მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს: მათ უმაღლესი სასულიერო პირის სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ხელუხლებელი იყო. სამარხი, სავარაუდოდ, 4400 წლის წინანდელია და ის ქაიროდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. სამარხში სასულიერო პირი, რომელსაც ვატაიე ქვია, დასაფლავებულია დედასთან, ცოლთან და სხვა ნათესავებთან ერთად.
არქეოლოგები გათხრების დაწყებას 16 დეკემბრიდან აპირებდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ბევრ საინტერესო ინფორმაციას და სარკოფაგს იპოვიან.

 

banner
წინა სტატიაში,,რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე”
შემდეგი სტატია,,საია-სა და “სამართლიანი არჩევნების” მიმართ იყო მოთხოვნა,დავით კირკიტაძის დაკავების საქმეს მონიტორინგი გაუწიონ”