ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს გადადგამს – გიორგი გაბუნია

გაბუნიას მკვლელობის მცდელობის მზადებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის არც ერთ წევრს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. გიორგი გაბუნია მათ პირველ ნაბიჯებს ელოდება და მიიჩნევს, რომ ის, რაც მოხდა, არის საფრთხე არა მხოლოდ პირადად მის, არამედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ.

“საფრთხე რეალურია, ის რჩება და ახლა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, როგორც მინიმუმ, განცხადებას ველოდებით. რას იტყვიან, როგორია მათი პოზიცია, ამჯერად არ მიკვირს, რომ ბევრად მეტი დრო სჭირდებათ. მაგრამ როგორც მინიმუმ, ვნახოთ, ეს ნაბიჯი როგორი იქნება, როდესღაც მოუწევთ რამის თქმა და მერე პრაქტიკულ ნაბიჯებს, როგორ გადადგამენ, რომ ასეთი რამ საქართველოში არ ხდებოდეს, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონება, სიტყვაზეა უბრალოდ საუბარი.

ვიღაცას ჩემი ნათქვამი არ მოეწონა და ქილერი გამომიგზავნეს. რა უნდა უქნა მაშინ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება უფრო ქმედითად გამოხატონ თავიანთი პროტესტი, აი ამის წინააღმდეგ რას იზამს ხელისუფლება, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთი ქვეყანა აღარ იყოს, ეს მაინტერესებს ძალიან, – აცხადებს გიორგი გაბუნია.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი სამ პაციენტს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიადედა, რომელმაც პარკში ახალშობილი მიატოვა, დაკავებულია