ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს

მარეკ დუდაევი ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სოფელ არცევში მოკლეს – ამის შესახებ ინფორმაციას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამართალდამცველები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, დუდაევს თანასოფლელმა სამი ტყვია ესროლა, რომლის შემდეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელი ამ დრომდე იძებნება.

მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს მას თბილისის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამინისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშიპიჯაკების და სუშის გამო ვუპირისპირდებოდი სააკაშვილს? – გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაბრალდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია