ე.წ. მოსმენების კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით მომავალ სასესიო კვირას განიხილავენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის ინფორმაციით, ე.წ. მოსმენების კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით მომავალ სასესიო კვირას განიხილავენ.

როგორც კახიანმა აღნიშნა, ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა ხვალ მოხდება.

მისი თქმით, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი ორგანო შეიქნება, რომელსაც გამოძიების ფუნქცია არ ექნება.

„ამ თავსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა უზრუნველყოფილი. შესაძლოა, რაღაც კიდევ უფრო დაიხვეწოს და კანონპროექტის წარმოდგენა სრულყოფილად მოხდეს“, – განაცხადა კახიანმა.

ფარული ღონისძიების განსახორციელებლად, ახალი დამოუკიდებელი უწყება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია ცალკე გამოიყოფა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გადაეცემა, რომელსაც არ საგამოძიებო ფუნქცია ექნება.

banner
წინა სტატიაშიბესელია: ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით ორის ნაცვლად, სამი „გასაღები“ იქნება
შემდეგი სტატიახელისუფლებამ აირჩია არასწორი გზა და გამოუცხადა ღია ომი სიტყვის თავისუფლებას – მამუკა გამყრელიძე