ძველებურად არ არის – გიული ალასანია

გიული ალასანიამ ცოტა ხნის წინ დატოვა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება. ის შვილს დღეს პირველად შეხვდა 10 დღიანი პატიმრობის შემდეგ.

“ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა კვლევების ჩატარება”- თქვა ალასანიამ და განაცხადა, რომ სააკაშვილის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, “თუმცა ძველებურად არ არის”- აცხადებს სააკაშვილის დედა.

რაც შეეხება შიმშილობას, გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.

“ვიცოდი აზრი რომ მაგაზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა, მეც წამოვიწყე ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ არ იყო მიღებული ეს თემა და შევცვალე თემა” – თქვა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი დღეს პირველად შეხვდა შვილებსაც:

“ერთ შვილს ელაპარაკა, მეორე შვილს ელაპარაკა, შესაბამისად იმ საკითხებზე რომელიც იმათ ეხებოდათ. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა უბრალოდ ჩვენ გაგვიხარდა, პირველი შეხვედრა იყო ჩვენთვის” – თქვა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა – ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც ბათუმის ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაზარალდა
შემდეგი სტატიალანჩხუთში, ენმ-ს ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს და მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს