“ძალადობა, რომელიც პოლიტიკის სახელით წარიმართა, დასაგმობი იყო” – იან კელი კორცხელის ინციდენტზე

იან კელი

კორცხელის ინციდენტში მონაწილეებისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს ეხმაურება აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. დიპლომატი მიესალმება ამ ფაქტს და აცხადებს, რომ მათ შესაბამის სტრუქტურებს და მთავრობას, რომ პასუხისმგებელი პირები სამართლის წინაშე უნდა წარდგენილიყვნენ.

„მთავარია, რომ ბრალი წარდგენილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა. როგორც იცით, თავიდანვე, ჩვენ მოვუწოდებდით შესაბამის სტრუქტურებს და მთავრობას, რომ ყოფილიყო გამოძიება ბოლომდე მიყვანილი და ის ძალადობა, რომელიც პოლიტიკის სახელით წარიმართა, დასაგმობი იყო და ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით, რომ სამართლის წინაშე წარდგენილიყვნენ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებლები იყვნენ. ძალიან მოხარული ვარ და გვსიამოვნებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც გამოძიება დასრულდა, ბრალი წარდგენილი იქნა და ეს არის ახლა მთავარი,“ – აღნიშნა იან კელიმ.

როგორც ცნობილია, ინციდენტიდან 10 დღის შემდეგ სამართალდამცველებმა 6 სპორტსმენს ბრალი წარუდგინა. განცხადება შსს-მ გუშინ გვიან საღამოს გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ გუნავა: დამკვეთი არის პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე
შემდეგი სტატიატელეკომპანია “ტაბულა” განცხადებას ავრცელებს