დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

region
ავტ.: region ივლისი 10, 2020 15:51

დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.

დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ, 2 700 კვ.მ ფართობზე არსებული სივრცის მოწყობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული პროექტით ხორციელდება.

ტერიტორიაზე განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი, კეთდება საფეხმავლო ბილიკები, უკვე მოეწყო გარე განათების სისტემა. დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა რულონური ბალახი სარწყავი სისტემით. მოსახლეობის თხოვნით, პატარებისთვის გაკეთდება საბავშვო სივრცე.

პროექტს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გია კონსტრაქშენ“ 248 585 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.

დიდუბის გამგეობა მსგავსი ტიპის სამუშაოებს დამატებით კიდევ რვა მისამართზე ახორციელებს.

region
ავტ.: region ივლისი 10, 2020 15:51

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics