„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს , უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუბრუნოს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუყოვნებლივ გადასცეს.

„რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიას და სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში, მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გადასცეს სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ატომურ ობიექტზე, რათა უზრუნველყოს მათი უსაფრთხო და დაცული მუშაობა“, – აცხადებენ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი – რუსები, როგორც ტურისტები, არიან ევროპაშიც და ამერიკაშიც – არ მახსენდება რომელიმე ქვეყნის ოფიციალური განცხადება, რომ ვინმეს ეთნიკური ნიშნით მათთან შესვლის უფლება უნდა შეეზღუდოს
შემდეგი სტატიასაქართველოში ჩინეთის ელჩი – მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია