დღეს სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

მიმდინარე წლის 28 აპრილს, დანიის სამეფოდან კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით რეისს შეასრულებს ავიაკომპანია “Georgian Airways”, რომელიც დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუენებს.

აღნიშნული რეისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს ერთიბლივი ძალისხმევით გამხორციელდება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით საკრუინგო კომპანია “Elvictor Crew Management Service”-ის
ორგანიზებით, ქართველი მეზღვაურები “Georgian Airways”-ის სპეციალური რეისით საქართველოდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან.

ამავე რეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანიის შეთანხმების საფუძველზე, დანიაში და სკანდინავის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონადან და ა.შ.

ამ ეტაპზე სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,372 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ განხორციელდა ვარშავა-თბილისის რეისი რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 181 საქართველოს მოქალაქე

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
2 მაისი – პრაღა-თბილისი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი

banner
წინა სტატიაშითბილისში, ძმობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია