დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. ადვოკატების და თავად ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, რომ სხდომა სასამართლოში ჩატარდეს, პროცესის ადგილი ამ დრომდე უცნობია.

უფლებადამცველების განმარტებით, სასამართლომ დაწესებულებიდან პატიმრის გადაყვანა გუშინ მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია პენიტენციური დაწესებულების პოზიცია. პენიტენციური სამსახურის თანხმობის შემთხვევაში, რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დასწრებას პირველად შეძლებს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს სთხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ზომები მიიიღოს
შემდეგი სტატიადღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ გაიმართება