დღეიდან საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ვიზიტორები საქართველოში შემოსვლას გამარტივებული რეჟიმით შეძლებენ.საქართველოს ირანთან უვიზო რეჟიმი 2010 წელსაც ჰქონდა , თუმცა 2013 წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს შეთანხმება შეჩერდა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის კი 2013 წელს ირანში უვიზოდ შესვლა არ შეზღუდულა, თუმცა ირანელები საქართველოში ჩამოსვლას ვიზის გარეშე ვერ ახერხებდნენ.