დეტალურადაა შესასწავლი გარიგებულ მატჩებში მონაწილე საფეხბურთო კლუბების საქმიანობა

ჩაწყობილი საფეხბურთო მატჩების სკანდალი შესაძლოა, კიდევ უფრო მაშტაბური აღმოჩნდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდეტი აცხადებს, რომ დეტალურადაა შესასწავლი გარიგებულ მატჩებში მონაწილე საფეხბურთო კლუბების საქმიანობა.

ლევან კობიაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ საქმეში ახალი დეტალები და გვარები გამოიკვეთოს.

ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ კითხვები გაჩნდა აპრილში ვიტ ჯორჯიასა და რუსთავს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც ვიტ ჯორჯია იგებდა 2-ბურთიანი სხვაობით, ბოლოს კი დამარცხდა.

„მიუღებელი ფეხბურთელებიც, ვიტყოდი ამას ხაზგასმით და ყველაფერს ხაზი გადაუსვა, არაფერს ფასი აღარ აქვს. ყველაფერი წყალში იყრება მათი ამ საშინელი ქმედებით, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ, სამწუხაროდ, ვიხილეთ. ჩვენი სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს, როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე, არ არის გამორიცხული კლუბების მიმართაც. ვერ ეღირსება ვერავინ ვერც მოედანს. ჩვენთვის ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია, მე ყველაფერს გავაკეთებ,“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ბრალდებულთა რიცხვი რომ შესაძლოა, გაიზარდოს, ამაზე საუბრობს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული სქემის გამოვლენის მიზნით სპეციალური დეპარტამენტიც კი შეიქმნას.

banner
წინა სტატიაშითუ ვინმეს ჩვენი ხმები უნდა, დაგველაპარაკოს, ბიძინა გავუშვათ და მერე ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგას „გირჩი“ არ ჭამს
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტში ტვირთბრუნვის დაზღვევის საკითხი შესაძლებელია, ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდის ჩართულობით მოგვარდეს