“დემოკრატიის ახალ გზას შეუძლია საქართველოს გამოცოცხლება”

“დემოკრატიის ახალ გზას შეუძლია საქართველოს გამოცოცხლება”

paata“დემოკრატიის ახალ გზას შეუძლია საქართველოს გამოცოცხლება” – ამ სათაურით აქვეყნებს პაატა ბურჭულაძის სტატიას ცნობილი ამერიკული გაზეთი „The Hill”.
საგაზეთო სტატიაში პაატა ბურჭულაძე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, პროლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობს.

„თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას” – ეს არის სიტყვები საქართველოს ჰიმნიდან, რომლებიც, როგორც ოპერის მომღერალს არაერთხელ მითქვამს სიმღერისას. მაგრამ ეს სიტყვები დღემდე სიტყვებად რჩება. თავისუფლება და დიადი მომავალი, რომელსაც ჰიმნი უმღერის ვერ იქცა რეალობად“, – ამბობს ბურჭულაძე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობაზე, სამართლის უზენაესობის არარსებობაზე და ეკონომიკურ სტაგნაციაზე საუბრობს.

„თითქმის 4 მილიონიანი საქართველო, რომელიც შავი ზღვისპირას, ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, განიცდის ეკონომიკური სტაგნაციას, მუდმივ პოლიტიკურ არასტაბილურობას, სახელმწიფოში უგულებელყოფილია სამართლის უზენაესობა. ქვეყანა რუსეთიდან მუდმივი აგრესიისა და მცოცავი ოკუპაციის საფრთხის წინაშეა“. -ამბობს ბურჭულაძე.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც პაატა ბურჭულაძე ამერიკულ გამოცემასთან საუბრობს ქვეყნის არაფორმალური მმართველობა და პოზიტიური ცვლილებების მიმართ მოსახლეობის სკეპტიკური განწყობაა. ბურჭულაძე ქვეყნაში მედიის კუთხით არსებულ პრობლემებსაც უსვამს ხაზს.

„მიჩნეულია, რომ საქართველო არაფორმალურად და არაკონსტიტუციურად იმართება. მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მინისტრები მარიონეტები არიან მილიარდერის, რომელიც არ იკავებს ოფიციალურ თანამდებობას და არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან. ხალხმა დაკარგა იმედი, რომ ხელისუფლებას შესწევს ძალა დადებითისკენ შეცვალოს რაიმე ქვეყანაში.

„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” 2016 წლის ეკონომიკურ თავისუფლების ინდექსში” ვკითხულობთ, რომ საქართველო კვლავაც ცდილობს თავი დააღწიოს საბჭოთა ტიპის კორუფციას. ადგილი აქვს სამართლის შერჩევით გამოყენებას, სასამართლოს საქმეებში ჩარევა სახელმწიფოს აღმასრუელბელი თუ საკანონმდებლო შტოების მხრიდან გავრცელებული პრაქტიკაა. შეზღუდულია მედიის თავისუფლება“, – ამბობს ბურჭლაძე ამერიკულ გამოცემასთან.

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი „The hill”-სთან საუბარში საოპერო კარიერის დატოვების და მისი პოლიტიკურად გააქტიურების მიზეზსაც ასახელებს. ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი სურვილია საქართველომ აირჩიოს თავისფლებისა და განვითარების გზა.

„დღეს საქართველო გზაჯვარედინზეა. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ, ან სახლმწიფოს ეკონომიკაში ზედმეტად ჩარევის, რუსეთზე სახიფათო დამოკიდებულების და არასტაბილური პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის ტყვეობაში ყოფნის გზა ან დაადგნენ ახალ, მდგრადი განვითარების, სამართლის უზენაესობის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში აქტიური ინტეგრაციის მიმართულებას.

ჩემი სურველია, რომ საქართველომ აირჩიოს თავისუფლებისა და განვითარების გზა. სწორედ ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა წარმატებული საოპერო კარიერა და დამეფუძნებინა საქართველოს განვითარების ფონდი, რომლის მიზანიცაა ქართველ ერს დაუბრუნოს თვითრწმენა და ერთიანობა, ქვეყანას კი მოუტანოს სამართლის უზენაესობა და ეკონომიკური კეთილდღეობა.“ – აცხადებს ბურჭულაძე.

ცნობილ ამერიკულ გამოცემასთან პაატა ბურჭულაძე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია თუმცა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური საგარეო კურსთან მიმართებაში კომპრომისის გარეშე.

„საქართველოს აქვს კარგი სტრატეგიული მდებარეობა, როგორც გეოგრაფიულად, ისე პოლიტიკურად და ეკონომიკურად იმისთვის, რომ გახდეს რეგიონის სავაჭრო ჰაბი. მას ასევე შეუძლია იყოს ალტერნატიული ენერგო დერეფანი და იმ ქვეყნების მნიშნველოვანი მოკავშირე, რომლებიც რუსული ენერგორესურსების ალტერნატივის ძიებაში არიან. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა კავკასიაში, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმშია ევროკავშირთან და მას თამამად შეუძლია შეასრულოს სავაჭრო თუ კულტურული ხიდის როლი აზიას, კავკასიასა და ევროკავშირს შორის. რაც მთავარია, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი რეგიონში და კავკასიის გამაერთიანებელი. აუცილებელია, რომ საქართველომ მიაღწიოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციასა და მოსკოვიდან მომავალი საფრთხეების შემცირებას, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ საგარეო კურსთან მიმართებაში კომპრომისის გარეშე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბევრ სხვა საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს.“ -აცხადებს ბურჭულაძე.

„მოძრაობა – სახელმწიფო ხალისთვის“ ლიდერი ა.შ.შ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობაზეც საუბრობს.

გარდა ამისა, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სრულად და ეფექტურად შესრულება და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების განახლება, დიდ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას. აშშ-სთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასვლა საშუალებას მისცემს საქართველოს მოიზიდოს მეტი უცხოური ინვესტიცია, ასევე გააძლიერებს საქართველოს – როგორც აშშ-ს მნიშნველოვანი პარტნიორის პოზიციებს რეგიონში და ხელს შეუწყობს კავკაიის რეგიონის სტაბილრობას.

ახალი ხედვითა და ამერიკის დახმარებით, მალე დადგება დრო როდესაც საქართველოს ჰიმნის სიტყვები რეალობად იქცევა. – პაატა ბურჭულაძის ამ სიტყვებით მთავრდება სტატია გაზეთ „The hill”-ში.

banner
წინა სტატიაში14:00 საათზე პროკურატურასთან დაგეგმილი აქცია სრულიად ზეპოლიტიკური იქნება
შემდეგი სტატიატელეკომპანია “საქართველოს” წილებს ყადაღა მოეხსნა