დეკანოზი ილია ჭიღლაძე მიტროპოლიტ სტეფანეზე – მისი დაჯღაბნილი ქაღალდი არის ანტიკანონიკური

“არქიმანდრიტი ათინოგენი არის ისევ მღვდელი და სამების სტიქაროსანთა მიერ ჩასუნედ წოდებული ვაი მიტროპოლიტი სტეფანე ვერ განკვეთავს მას ერთპიროვნულად. მისი დაჯღაბნილი ქაღალდი არის ანტიკანონიკური:

❗️ მიტროპოლიტ სტეფანეს აღნიშნულ ანტიქრისტიანულ და ანტიეკლესიურ ქმედებას ამხელს დიდი რჯულის კანონი. კერძოდ, კართაგენის კრების XIV კანონი: “მღვდელი ხუთი ეპისკოპოსისაგან იქნეს განკითხული. ტრიპოლიდან, ამ მხარის სიმწირისა და ნაკლულევანების გამო, ერთი ეპისკოპოსის ჩამოსვლა მიგვაჩნია კრებაზე მიზანშეწონილად. იქაური მღვდელი ხუთმა ეპისკოპოსმა უნდა განიკითხოს”.

❗️ წარმოდგენილ კანონს ადასტურებს დიდი კანონისტი, ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი განმარტებისას: “რამეთუ ხუთზე ნაკლებმა მღვდელმთავარმა არ განკვეთოს მღვდელი”.

❗️ ამრიგად, არქიმანდრიტ ათინოგენეს უწმიდესი კრებები და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი დებულება ანიჭებს კანონიკურ უფლებამოსილებას, წმინდა სინოდში უჩივლოს მიტროპოლიტ სტეფანეს, როგორც დიდი რჯულისკანონის დადგენილების დამრღვევს და გააპროტესტოს მომხდარი, რამეთუ უპირველეს ყოვლისა, მღვდელმთავარი უნდა იყოს გარანტი წმიდა კანონთა ზედმიწევნით აღსრულება-დაცვისა!”- წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიალაგოდეხში ერთ ჰექტრამდე თხილის ბაღი დაიწვა