დედაქალაქის მერიაში, სადაც მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, ხმაური იყო

დედაქალაქის მერიაში, სადაც მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, ხმაური იყო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლევან ხაბეიშვილი და ლილე ლიპარტელიანი მერიაში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, დაზიანებული კორპუსის სამ მცხოვრებელთან ერთად მივიდნენ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი და სურვილი არ არის დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრება, მათ სურთ მერიას მოსახლეობამ მოუსმინოს.

სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს ხელისუფლებისგან სურთ პასუხის მიღება, რატომ არ აქცევს ხელისუფლება ყურადღებას და რატომ შეუშვა საცხოვრებლად იმ შენობაში, რომლის ექსპერტიზის პასუხიც კი არ არის მდგრადობაზე.

banner
წინა სტატიაშიშინდისის გმირების მემორიალის მშენებლობა გრძელდება
შემდეგი სტატიაჯანელიძემ გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე ინფორმაცია მიაწოდა