დავითულიანი – ბიძინა ივანიშვილს მხარს ვუჭერ, მაგრამ აქციის ჩატარების საჭიროებას და მიზანს ვერ ვხედავ

ივანიშვილს მხარს ვუჭერ, მაგრამ აქციის ჩატარების საჭიროებას ვერ ვხედავ,- ასე ეხმიანება გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი აქციის ჩატარების დაანონსებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი.

მისი თქმით, ვერ ხვდება, რა უნდა იყოს აქციის მიზანი.

„ვერ ვხვდები აქცია რა საჭიროა, ბიძინა ივანიშვილს მხარს ვუჭერ, მაგრამ აქციის ჩატარების საჭიროებას და მიზანს ვერ ვხედავ. ჩაატარონ, რას არ შევუერთდები?- ბიძინა ივანიშვილს მხარს ვუჭერ რა თქმა უნდა, მაგრამ აქციის საჭიროება დღეს რატომ გაჩნდა მე ვერ ვხვდები. ვერ ვხედავ მიზანს, არ მგონია, დღეს ეს იყოს საჭირო”, – განაცხადა დავითულიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილის ტრანზაქციების შეფერხებას და აღნიშნა, რომ კითხვები ამ საკითხზე ლეგიტიმურია, რადგან ივანიშვილს აქვს პიროვნული გავლენა და შესაძლოა, ვინმე ფიქრობს, რომ ეს გავლენა შეუძლია გამოიყენოს ქვეყნის ომში ჩასართავად. ამასთან, დავითულიანი აცხადებს, რომ არ ფიქრობს, კოორდინაცია ვინმეს მხრიდან სახელმწიფოებრივად ორგანიზებული იყოს.

„რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა, არსებითია ყველა დაპირისპირებული მხარისთვის გამარჯვება, საქართველო ცდილობს ამ პერიოდში ჰუმანიტარული და პოლიტიკური თვალსაზრისით გვერდში დაუდგეს უკრაინას, შესაბამისად, დასავლური სამყაროს მხარეს დგას მყარად, მაგრამ საქართველო ამბობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით ამ კონფლიქტში ვერ შევა, შესაბამისია რისკებიც, რადგან ძალიან მაღალია რისკები უკრაინაში და ძალიან მაღალია რისკები პოლიტიკური, სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოშიც. მადლობა ღმერთს, რომ ვახერხებთ, ამ რისკებისგან დავაზღვიოთ ქვეყანა და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ მომავალ წლებშიც. რაც შეეხება ივანიშვილს, მას გაცხადებული აქვს, რომ გავიდა პოლიტიკიდან, რა თქმა უნდა, მას აქვს გავლენა თავის პიროვნული და შეიძლება ვიღაცები პოტენციურად ფიქრობენ, რომ შეუძლია ეს გავლენები გამოიყენოს, მაგრამ ის ამას არ იყენებს, დარწმუნებული ვარ, (ივანიშვილმა) რომც დაიწყოს (გავლენის) გამოყენება, მისი პოზიციაც იქნება, რომ საქართველო ამ ომში არ უნდა ჩაერთოს,”- განაცხადა დავითულიანი.

წინა სტატიაშიადამიანი აღარ არსებობს ფაქტობრივად, გაქრა, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – აქტიურად გავაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას; ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცით მოსახლეობისთვის არჩევნებამდე, იქნება შესრულებული