დავით უსუფაშვილი – პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ მართლებიც და მტყუანებიც, სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ , როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ

პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუანებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციის წყლის ჭავლით დაშლას გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა.

“გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს – დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ… ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება”, – წერს უსუფაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ჩვენ შეიძლება, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ ყველამ გაითვალისწინოს, რომ გვაქვს ერთი სამშობლო
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დროს დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს