დღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის დღეა. დღეს საქართველოს სამსხვერპლოზე მიტანილ სიცოცხლეთა დღეა. დღეს, იმ ამაყი მამკაცებისა და ქალების დღეა, რომლებიც მოჰიკანებივით, კიდევ შემორჩა ქართველობას. გილოცავთ. მემაყება თქვენთან გატარებული წლები. საოცარი იღბლისა აღმოვჩნდით, საოცარი ბედის: იდარდოს იმან, ვისაც არასოდეს გამოუცდია ის წამი, როდესაც შენსკენ გამოსროლილ ტყვიას წამოუდგები, ვისაც არასოდეს გამოუცდია ამ წამის სიდიადე და არ უგვრძნია, რას ნიშნავს ამ დროს სისხლში გადმოღვრილი ადრენალინი, ვინც ისე წავა ამა სოფლიდან, რომ არასოდეს უბრძოლია საქართველოსთვის… ვყვარებივართ ღმერს, ვინაიდან ასეთი წამებისთვის ღირდა სიცოცხლე – წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე