დავით სერგეენკო გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იყოს ან მაჟორიტარობის კანდიდატად იყაროს კენჭი

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იყოს ან მაჟორიტარობის კანდიდატად იყაროს კენჭი. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს საგურამოში განუცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ახალი სახეების წარდგენა მიმდინარეობს.

„გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი პოლიტიკური კარიერის შესახებ მაჟორიტარულ კანდიდატად ან სიის წევრობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს და გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით სერგეენკო „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორატორიბის კანდიდატი უნდა ყოფილიყო.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი 18 საათზე განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიადავით ლომიტაშვილი: «სანამ მუხტები არ შეთანხმდება, კირქვის საბადოზე აფეთქებები არ უნდა დაიწყოს!»