დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრი ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წელი და ექვსი თვე.

პროკურორ მირიან მეგრელიშვილის თქმით, სასამართლომ შეაჯამა საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებები და „მიიჩნია, რომ ეს მტკიცებულებები აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და გიორგი მენაბდის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი“.

„გიორგი მენაბდე ცნობილი იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის, ანუ არასრულწლოვნის ჯგუფურად მკვლელობისთვის და სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ 10 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა“, – განაცხადა პროკურორმა.

 

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის ახლადარჩეული მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება