დავით საყვარელიძე პარტიის შექმნას აანონსებს

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ახალი პარტიის შექმნას აანონსებს.

აღნიშნული განცხადება საყვარელიძემ კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე განაცხადა.

“უახლოეს დღეებში, ყველაფერი გაჟღერდება. პარტიაში მხოლოდ ნიჭიერი და არაკორუმპირებული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც სურთ, ქვეყანაში რაიმე შეცვალონ“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, იქნება თუ არა ახალ პარტიაში ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში„ფეისბუქმა“ 2016 წლის პირველ კვარტალში მოგება გაასამმაგა
შემდეგი სტატია18 წლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილინოისის უნივერსიტეტს პირველად ეწვია