დავით ლორთქიფანიძე ინგა გრიგოლიას ეთერში ვეღარ მოხვდება

ლამბერსექსუალური იმიჯი

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უმრავლესობის წევრ დავით ლორთქიფანიძეს პასუხობს.

ჟურნალისტს აინტერესებს, როდესაც დეპუტატი მისი შვილის, მარიამ გრიგოლიას ცხოვრების დეტალებითაც ინტერესდება, არის თუ არა ეს დეპუტატის უფლებამოვალეობის გადაცდომა.

“არ ვაპირებ ამ უზნეობის დეტალებში ჩაყოლას, თუმცა ვუერთდები არასამთავრობოების მოთხოვნას, რომ გამოძიებამ გაარკვიოს, რა დეტალებს შეიძლება ფლობდეს დეპუტატი ლორთქიფანიძე ჩემი ან ჩემი შვილის ცხოვრების შესახებ, ან რას ნიშნავს მისი მხრიდან ეს უცნაური ხაზგასმები ჩემს პირად ცხოვრებაზე?! საერთოდ, მაინტერესებს ვინ ეკითხება დეპუტატს ადამიანების პირად ცხოვრების ამბებს, რა იცის ასეთი, სცდება თუ არა ის თავისი ინტერვიუებით დეპუტატის უფლებამოვალეობას? მაინტერესებს, რატომ ემთხვევა ასე უცნაურად მისი ტექსტი და მუქწარა-გამოხტომები დროსა და სივრცეში დაანონსებული ფარული კადრებით შანტაჟს? რა ინფორმაციას აგროვებს, რა ინფორმაციას ეძებს, რა ინფორმაციას ნახულობს დეპუტატი ლორთქიფანიძე ჩემზე და ჩემს შვილზე? არის თუ არა ეს ინტერვიუ მისი მხრიდან ღია მუქარა, რომ ამჯერად არამხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრის ცხოვრების დეტალებითაცაა დაინტერესებული?”,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

ჟურნალისტმა გადაცემა “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში” აღნიშნა, რომ ის დეპუტატ ლორთქიფანიძეს პირდაპირ ეთერს აღარასდროს დაუთმობს.

“არასოდეს, არც ერთ რესპონდენტზე არ მითქვამს უარი მისი ძალიან დიდი აგრესიისა და პოზიციის მიუხედავადაც, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როცა მე მივიღე გადაწყვეტილება და დეპუტატ ლორთქიფანიძეს, რომელიც მსგავსი ზნეობის ფარგლებში მოქმედებს და მეტყველებს, აღარასოდეს დავუთმო ჩემი გადაცემის პირდაპირი ეთერი, არც ერთი წამი. დეპუტატის განცხადება რომ თურმე, ჟურნალისტის შვილის ცხოვრებით ინტერესდება, ჩემთვის არის უფრო მეტი, ვიდრე მუქარა. დანარჩენს კი, იმედი მაქვს, გამოძიება დაადგენს”,- განაცხადა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა.

ცნობისთვის, უმრავლესობის წევრი, დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ის დაინტერესდება თუ საიდან აქვს ინგა გრიგოლიას შვილს, მარიამ გრიგოლიას მის მიმართ აგრესია და აქვე აღიშნავს, რომ ამიერიდან ბევრი რაღაცით დაინტერესდება.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3581 ლარი გახდა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყალბ მოლოდინებს ქმნიან