დავით ჭიჭინაძე კოლეგა ოქრიაშვილს პასუხობს

„ დავით ჭიჭინაძე ნუ “ვანგობს” აქ რაღაცეებზე. არანაირი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ არ გვაწყობს ჩვენი განვითარების ტემპები, მაგრამ მე ქვეყანაში კრიზისს ვერ ვხედავ” – ზუსტად ასე გამოეხმაურა კახა ოქრიაშვილი, ერთი წლის წინ, დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას.
უფრო კონკრეტულად კი, დავით ჭიჭინაძე გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე საუბრობდა, მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებების ჭრილში.
დღეს კი, ფრაქცია „ ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე, კახა ოქრიაშვილი, პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავად მოითხოვს. ის ასევე ითხოვს, ყველამ, ვინც ფორუმის დაგეგმვაზე და წარმართვაზე აგებდა პასუხს, თანამდებობა დატოვოს.

უკომენტაროდ-აცხადებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშისერგეი გავრილოვი – რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ყველა მოლაპარაკება ჩაშლის საფრთხის ქვეშაა
შემდეგი სტატიაედიშერ თოლორაია: ჩვენი თანამოქალაქეების აღშფოთებას სრულიად ვიზიარებ